Sunday, October 4, 2015

ინტელის ძირითადი კურსის შეჯამება

ინტელის ძირითად სასწავლო კურსმა სხვა ღირებებულებთან ერთად მასწავლა პროექტების წერა ტექნოლოგიების გამოყენებით.  შევქმენი პორთფოლიოს საქაღალდეები, გავეცანი კურსის რესურსებს, განვიხილე პროექტები, რომელიც დამეხმარება სასწავლო სტანდარტის მიღწევაში და 21-საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. ვისწავლე  ბლოგების შექმნა, ვისწავლე ბუკლეტის შექმნა, რაც დამეხმარება პროექტის რეკლამისათვის, სადაც თვალნათლივ ჩანს ჩვენი პროექტის მიზანი და თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია პროექტს მოსწავლეებისათვის,   ვისწავლე პროექტის გეგმაზე მუშაობა, გამოვავლინე სტანდარტით განსაზღვრული შედეგები. ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით შევიმუშავე ჩვენი პროექტიდან გამომდინარე სტანდარტები და ინდიკატორები,  განვსაზღვრე მიზანი, გამოვიყენე  ბლუმის ტაქსონომია და 21- საუკუნის უნარ ჩვევები. სტანდარტების და მიზნების თვალსაჩინოება დაეხმარება მოსწავლეებს რომ გავიდნენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგზე.    ასევე გავეცანი შეფასების სხავადასხვა მეთოდებს, დროში გავწერე შეფასების გეგმა, დავადგინე მოსწავლეების საჭიროება.გავაკეთე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია , ვიმუშავე ბლოგში, ჩავსვი სურათები, ჩავსვი ასევე ფონები, ვისწავლე ბლოგში ჩასმა -აღდგენა, სურათების შეცვლა , ბლოგის წაშლა , ბლოგზე დაბრუნება. მე ვფიქრობ რომ ყოველი ტრენინგი ძალიან საჭირო და საინტერესო იყო ჩემთვის.  ვისწავლე ბლოგში კომენტარების დაწერა, შევქმენი  მოსწავლისათვის ახალი ბლოგი, მივაწოდე ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით, ჩავსვი სურათები, შემდეგ განვიხილე გაჯეტები,  გამოკითხვის გაჯეტი მნიშვნელოვანია პროექტში კვლევა ძიებისათვის
  .შევქმენი მოსწავლის ნიმუშების პრეზენტაცია. განვიხილე მოსწავლეთა პროექტების შეფასება-რუბრიკები, ვისწავლე, როგორ დაურთოთ კომენტარი კოლეგის ბლოგს. პროექტის გეგმაზე მუშაობისას გავითვალისწინე ყველა მოსწავლის შესაძლებლობები,  გავაკეთე აქტივობა მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი სააზროვნო უნარების წახალისებისათვის, ვისწავლე ფასილიტაციის რესურსების შექმნა მოსწავლეთათვის, რაც მომავალში დამეხმარება წარმატებული სასწავლო პროექტის დაგეგმვაში, ავტვირთე საქაღალდე Drive-ში და  მივაბი ჩვენს ბლოგს.     ჩვენს პორტფოლიოზე  განვათავსე ჩვენი გაკვეთილის პროექტი, ფოტო-მასალა, პრეზენტაციები და მოსწავლის ნიმუშები.
    ტრენინგის ბოლოს, ტრენინგში მონაწილე ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა თავისი პროექტის პრეზენტაცია, გავითვალისწინეთ ერთმანეთის რჩევები, გამოვთქვით ჩვენი ვარაუდები.  ეს ტრენინგი ჩემთვის ბევრის მომცემი გამოდგა, რადგან ძირფესვიანად გავეცანი ინტელის ძირითად  სასწავლო კურსს, რაც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვაში.
  დიდი მადლობა ქალბატონ ქეთი ცერაძეს გაწეული მუშაობისათვის.                 

ტრენინგის მეცხრე დღე

დღევანდელი დღეც დავიწყეთ ნასაწავლი მასალის გამეორებით,ტრენინგში მონაწილე მასწავლებლებმა მოვახდინეთ ჩვენი  პროექტების პრეზენტაცია,ზოგიერთი პროექტი ჩემთვის იყო მისაღები და  მოსაწონი რომელსაც გვითვალისწინებ მომავალში.
გავიმეორეთ მასალა გაჯეტები,linklist.
ვისწავლე როგორ ვიმუშაოთ HTML -გაჯეტზე
 ეს ტრენინგი ჩემთვის ბევრის მომცემი გამოდგა, რადგან ძირფესვიანად გავეცანი ინტელის ძირითად კურსს, რაც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვაში.
   ტრენინგის ცხრა დღიანი სწავლების კურსმა დიდი გამოცდილება მომცა

Sunday, September 27, 2015

ტრენინგის მერვე დღე

დღევანდელი დღე დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით,ვიმუშავეთ ფასილიტაციის  ნიმუშის შექმნაზე რაც დაეხმარება მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ დამოუკიდებელი აზროვნების უნარ ჩვევა და წარმატებულად დავგეგმოთ და განახორციელონ  პროექტი, ვისწავლეთ პორტფოლიოს ბლოგზე ატვირთვა.

Saturday, September 26, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღვანდელი დღე დავიწყეთ  ნასწავლი  მასალის გამეორებით,ვიმუშავეთ გეგმაში როგორ ვიმუშაოთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე, სუსტ და მაღალი აკადემიურ  მოსწრების მქონე მოსწავლეებთან,ავღწერეთ პროცედურები გეგმაში

Sunday, September 13, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღე იყო საინტერესო და საკმაოდ ნაყოფიერი.
დღევანდელ დღეს დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით,შევისწავლეთმოსწავლის შფასების რუბრიკები,ვისწავლეთ მოსწავლემ როგორ უნდა წარმოადგინოს თავისი ნაშრომის პრეზენტაცია,ვისწავლეთ საკუთარი გეგმის შემუშავება,აგრეთვე შეფასების რუბრიკები. ნასწავლ მასალას აუცილებლად გამოვიყენებ მოსწავლეებთან 

Saturday, September 12, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

დღევანდელი დღე დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით
შევისწავლეთ საავტორო უფლებების გამოყენება და შაბლონების ჩასმა,შევისწავლეთ მოსწავლის ბლოგის შქმნა,ვიმუშავეთ ურთიერთშეფასებაზე და ბლოგებში დავწერეთ კომენტარები,ვისწავლეთ გაჯეტებზე  მუშაობა.
დღევანდელი დღე იყო საკმაოდ ნაყოფიერი,მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ მოსწავლეებში

Thursday, September 10, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

მეოთხე დღე დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით,დღევანდელი დღე იყო საკმაოდ ნაყოფიერი და მრავლისმომცემი.
 გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს,დროში გაწერილ შეჯამების გეგმას,შევადგინეთ სლაიდები,ვისწავლეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია,შევისწავლეთ და ვიმუშავეთ ბლოგში მუშაობიოს მეთოდებზე.
ნასწავლ მასალას აუცილებლად გამოვიყენებ მოსწავლეებთან მუშაობის დროს

Wednesday, September 9, 2015

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით
დღევანდელი დღე იყო საკმაოდ ეფექტური და ნაყოფიერი,დავიწყეთ პროექტის გეგმებზე მუშაობა,დავსვით მიზნები და მიმართულების მომცემი კითხვები, ამ ყველაფერს გამოვიყენებთ მოსწავლებთან და მუშაობა უფრო საინტერესო იქნება



Sunday, September 6, 2015

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე: 
 დავიწყეთ ნასწავლის მასალის გამეორებით, დღეს ვისწავლეთ ბუკლეტის  შექმნა,ვორდის ფაილის გამოყენებით სურათების ჩასმა,რაც  ერთერთი  საინტერესო და მნიშვნელოვანი კომპონენტია პროექტზე მუშაობის პროცესში, შესწავლილ მასალას   აუცილებლად გამოვიყენებ მოსწავლეებთან

Saturday, September 5, 2015

ტრენინგის პირველი დღე

გავეცანით ინტელის ძირითად კურსსშევქმენით პორთფოლიოს  საქაღალდეებიგავეცანით კურსის რესურსებსგანვიხილეთპროექტები,  რომელიც დამეხმარება სასწავლო სტანდარტის მიღწევაში და 21-საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.ვისწავლეთ ბლოგების შექმნა.